AdjaraTV http://site.ajaratv.ge/rss Georgian <![CDATA[პოლიციამ ბოლო 48 საათის განმავლობაში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით 75 პირი დააკავა]]> ajaratv.ge/article/160597 https://mail.ajaratv.ge/rss ბოლო 48 საათის განმავლობაში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 75 პირი, მათ შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ გიორგი სახოკიამ ბრიფინგზე.

მისივე თქმით, დაკავებულებს ბრალად ედებათ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვა, რეალიზაცია და რეალიზაციის ხელშეწყობა.

„შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავაც ინტენსიურად განაგრძობს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ კანონმდებლობით განსაზღვრული მკაცრი ღონისძიებების გატარებას. 

სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში ერთდროულად კიდევ ერთი წარმატებული საპოლიციო ღონისძიება ჩაატარეს.

ბოლო 48 საათის განმავლობაში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 75 პირი, მათ შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე, უცხო ქვეყნის მოქალაქეები. დაკავებულებს ბრალად ედებათ დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო შეძენა-შენახვა, რეალიზაცია და რეალიზაციის ხელშეწყობა.

მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების, კერძოდ - აუდიო და ვიდეო ჩაწერის შედეგად მოპოვებული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ დაკავებულ პირთა უმრავლესობა ნარკოტიკული საშუალებების გასაღებას სისტემატურად ახდენდა, ისინი რეალიზაციისთვის სხვადასხვა გზებსა და მეთოდებს მიმართავდნენ.

სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი, ავტომობილებისა და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად, ასევე, ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს, მათ მიერ მითითებული ადგილებიდან, ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციოდ გამზადებული, დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება და ფსიქოტროპული ნივთიერება, მათ შორის: „კოკაინი", „ჰეროინი“, „ალფა პვპ“, „მდმა“, „მეთადონი“, ,,სუბოტექსი", „ბუპრენორფინი“, „პრეგაბალინი“, „ლირიკა“ და „მარიხუანა".

პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღები, ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისათვის საჭირო მასალები და სავარაუდოდ ნარკოტიკების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე, 260-ე ტერცია, 260-ე კვარტა და 261-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

]]>
Fri, 05 Dec 2025 11:30:06 +0400
<![CDATA[მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე დააკავეს]]> ajaratv.ge/article/160596 https://mail.ajaratv.ge/rss უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს.

შსს-ს ცნობით, მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ღონისძიების ფარგლებში დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ გადამოწმდა კონკრეტული ლოკაციები, რაც მიზნად ისახავდა საქართველოში კანონიერი საფუძვლის გარეშე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეთა გამოვლენას.

„კომპლექსური ღონისძიების შედეგად დაკავებულია უცხო ქვეყნის 28 მოქალაქე. მათ შორის არიან – ინდოეთის, ირანის, სუდანის, ბანგლადეშის, ნეპალის, ნიგერიის, თურქეთის, თურქმენეთის, ეგვიპტის, ლიბანის, იორდანიის, ჩინეთის, ქუვეითის და რუსეთის მოქალაქეები.

დადგინდა, რომ დაკავებული პირები ქვეყანაში იმყოფებოდნენ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით.

ამჟამად, დაკავებულები მოთავსებული არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებითი განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაძევების მიზნით.

მიგრაციის დეპარტამენტი სპეციალურ საიმიგრაციო კონტროლს რეგულარულად ახორციელებს, რათა უზრუნველყოს „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის ეფექტიანი აღსრულება“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

]]>
Fri, 05 Dec 2025 10:30:53 +0400
<![CDATA[პოლიციამ დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტზე ორი პირი დააკავა]]> ajaratv.ge/article/160595 https://mail.ajaratv.ge/rss საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი ორი პირი – 1985 წელს დაბადებული კ.კ და 1980 წელს დაბადებული თ.დ. დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დანაშაული 5-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა შიდა ქართლის რეგიონში, სხვადასხვა დროს უცხოური კომპანიის ორი საწარმო გაქურდეს, საიდანაც მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ 600 კილოგრამამდე ფერადი ლითონის შემცველ სადენებსა და მეტალის აგრეგატს.

სამართალდამცველების მიერ, მოპოვებული ოპერატიული ინფორმაციით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ნაქურდალი ფერადი ლითონი, პირადი სარგებლის მიღების მიზნით, დიდი ოდენობით თანხის სანაცვლოდ, ერთ-ერთ მიმღებ პუნქტში ჩააბარეს.

პოლიციამ  უკანონო რეალიზაციის გზით მიღებული 14 000 ლარამდე თანხა და ნაქურდალი სპილენძის დანაწევრებული სადენები, ასევე,  ძვირადღირებული აგრეგატი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, უცხოური კომპანიების საწარმოებს, ჯამში 50 000 ლარამდე ზარალი მიადგათ.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის, მეორე ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც საცავში შეღწევით ჩადენილ ქურდობას გულისხმობს, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

]]>
Fri, 05 Dec 2025 10:27:06 +0400
<![CDATA[2026 წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ ყველა სტუდენტს სწავლას სრულად დაუფინანსებს სახელმწიფო, ანუ მათთვის სწავლა იქნება უფასო - გივი მიქანაძე]]> ajaratv.ge/article/160594 https://mail.ajaratv.ge/rss საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს მინისტრ გივი მიქანაძის კომენტარს, რომელიც უმაღლესი სასწავლებლებში სტუდენტთა დაფინანსებას ეხება.

როგორც მიქანაძე აცხადებს, 2026 წლიდან სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ ყველა სტუდენტს სწავლას სრულად დაუფინანსებს სახელმწიფო, ანუ მათთვის სწავლა იქნება უფასო.

„ჩვენ საჯარო თუ კერძო უნივერსიტეტში უკვე ჩარიცხულ ყველა სტუდენტს, უზრუნველვყოფთ დაფინანსების იმავე მექანიზმით, რომელიც აქამდე იყო მათთვის შეთავაზებული. 2026 წლიდან კი სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხულ ყველა სტუდენტს სწავლას სრულად დაუფინანსებს სახელმწიფო, ანუ მათთვის სწავლა იქნება უფასო“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.

მინისტრის თქმით, უმაღლესი განათლების რეფორმა რომ მეტად ორიენტირებულია სახელმწიფო უნივერსიტეტების მხარდაჭერასა და გაძლიერებაზე რეფორმის დაანონსების დღიდან საზოგადოებისთვის და უნივერსიტეტების წარმომადგენლებისთვის ცნობილია.

„უმაღლესი განათლების სისტემის ეროვნული რეფორმის დაანონსების დღიდან ჩვენ არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ რეფორმის მთავარი აქცენტი კეთდება სახელმწიფო უნივერსიტეტებზე. სწორედ სახელმწიფო უნივერსიტეტებმა უნდა შეასრულონ სახელმწიფოს დაკვეთები ბაზრის კვლევებისა და საჭიროებების მიხედვით. შესაბამისად, დაფინანსების ძირითადი რესურსების მობილიზება ამ პრინციპის გათვალისწინებით მოხდება. ეს სიახლეს არ წარმოადგენს. კერძო უნივერსიტეტებისთვისაც თავიდანვე იყო ცნობილი, რომ ახალი დაფინანსების მოდელი მთლიანად სახელმწიფო უნივერსიტეტებზე იქნება მიმართული.

რაც შეეხება კერძო უნივერსიტეტებს, სტუდენტები, რომლებიც მომდევნო სასწავლო წელს კერძო უნივერსიტეტებში ჩაირიცხებიან, სახელმწიფოსგან საგრანტო მხარდაჭერას აღარ მიიღებენ. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ უკვე ჩარიცხულ სტუდენტებზე – მეორე, მესამე, მეოთხე კურსის, აგრეთვე მაგისტრატურის სტუდენტებზე – ეს შეზღუდვა არ გავრცელდება და მათთვის დაფინანსების არსებული კომპონენტი ძალაში დარჩება‘‘, – აღნიშნა მინისტრმა.

გივი მიქანაძემ უცხოელ სტუდენტებთან დაკავშირებითაც ისაუბრა, მისი თქმით, გარკვეული შეზღუდვები სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხვისას მათაც შეეხება.

„უცხოელ სტუდენტებთან დაკავშირებით, მომდევნო სასწავლო წლიდან დაწესდება გარკვეული შეზღუდვები სახელმწიფო უნივერსიტეტებში. ამ მიზნით, იგეგმება საკანონმდებლო ცვლილებების შეტანა, რომლის თანახმადაც, უცხოელი სტუდენტების მიღება სახელმწიფო უნივერსიტეტებში, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, შეუძლებელი იქნება. გამონაკლისად განიხილება ორმხრივი შეთანხმებები, გაცვლითი და სპეციალური პროგრამები, რომლებიც კონკრეტულ უნივერსიტეტებს აქვთ სხვადასხვა ფორმატით.

საგულისხმოა, რომ ყველა ის უცხოელი სტუდენტი, რომელსაც სურს სწავლა საქართველოში, შეძლებს ჩააბაროს კერძო უნივერსიტეტებში. მოგეხსენებათ, დღეს მოქმედი 64 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან მხოლოდ 19 არის სახელმწიფო, ხოლო 45 – კერძო. შესაბამისად, მათ თავისუფლად შეეძლებათ არჩევანი გააკეთონ და სასურველ კერძო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, სასურველ პროგრამაზე გააგრძელონ სწავლა,“ – განაცხადა მიქანაძემ.

]]>
Thu, 04 Dec 2025 21:22:15 +0400
<![CDATA[თურქეთის ენერგეტიკის მინისტრის განცხადება]]> ajaratv.ge/article/160592 https://mail.ajaratv.ge/rss თურქეთმა რუსეთსა და უკრაინას მოუწოდა, თავი შეიკავონ ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე თავდასხმისგან და შეუფერხებლად უზრუნველყონ ენერგირესურსების მიწოდება- განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა ალფარსლან ბაირაქტარმა თურქეთის შავი ზღვის სანაპიროსთან განხორციელებული თავდასხმების სერიის შემდეგ.

უკრაინამ, რომელიც რუსეთის ნავთობის ექსპორტს მოსკოვის მიერ მისი ელექტროქსელის დაბომბვის გამო ესხმის თავს, გასულ კვირას რუსეთის პორტისკენ მიმავალ ორ ცარიელ ტანკერზე საზღვაო დრონებით განხორციელებულ თავდასხმაზე პასუხისმგებლობა აიღო.

თუმცა, მან უარყო რაიმე კავშირი სამშაბათს მომხდარ კიდევ ერთ ინციდენტთან, რომლის დროსაც მზესუმზირის ზეთით დატვირთული რუსული დროშის ქვეშ მცურავი ტანკერი დრონებით დაბომბვის ობიექტი გახდა.

]]>
Thu, 04 Dec 2025 19:52:44 +0400
<![CDATA[ძენწმანის მეჩეთის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა]]> ajaratv.ge/article/160591 https://mail.ajaratv.ge/rss ქედის მუნიციპალიტეტში არსებული ძენწმანის მეჩეთის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტომ სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის 267 ათას 218 ლარი დახარჯა.

]]>
Thu, 04 Dec 2025 19:51:30 +0400
<![CDATA[ეუთოს მინისტერიალი]]> ajaratv.ge/article/160593 https://mail.ajaratv.ge/rss საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვენაში ეუთო-ს მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა. მაკა ბოჭორიშვილმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, ოკუპაციაზე, მშვიდობის მნიშვნელობასა და საქართველოს მიმართ უსამართლო მიდგომებზე ისაუბრა.

მანამდე დარბაზში რამდენიმე გამომსვლელმა თავის სიტყვაში საქართველო ახსენა. 32-ე მინისტერიალის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი ორმხრივ შეხვედრებსაც მართავს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა უგულებელყოს ჰიბრიდული ომი.

მინისტერიალზე საქართველოს შესახებ ისაუბრა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში  ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა.

]]>
Thu, 04 Dec 2025 19:44:42 +0400
<![CDATA[უარი „მეგობარი აქტის“ მიღებას - გამოხმაურება]]> ajaratv.ge/article/160589 https://mail.ajaratv.ge/rss „მეგობარი აქტის“ უარყოფასთან დაკავშირებით, აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერის, ჯონ ტუნის გადაწყვეტილებას აფასებენ თბილისში.

პარტია „გახარია - საქართველოსთვის“ განმარტავს, რომ მათი ინფორმაციით, ეს მეგობარი აქტის დაბლოკვას არ ნიშნავს, რეალურად, ამ გადაწყვეტილებით, აქტის განხილვის პროცესი შედარებით გაჭიანურდება.

„მეგობარ აქტს“ მწვავედ აკრიტიკებს „ქართული ოცნება“ და ფიქრობს, რომ სენატის უმრავლესობის ლიდერის გადაწყვეტილება, უმრავლესობის სხვა წევრებთან იყო შეთანხმებული. გუშინ მეგობარი აქტის შესახებ ამერიკულმა მედიამ ახალი ინფორმაცია გაავრცელა.

გამოცემა „ზე ჰილის“ ცნობით, აშშ-ის სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჯონ ტუნიმ მეორედ უარყო წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, მაიკ ჯონსონის თხოვნა, რომ საქართველოს მთავრობის წევრების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შემცველი კანონპროექტი წინ წაეწია.

]]>
Thu, 04 Dec 2025 17:40:02 +0400
<![CDATA[BBC-ის საგამოძიებო ფილმი - შეფასებები]]> ajaratv.ge/article/160588 https://mail.ajaratv.ge/rss „ბიბისის“ საგამოძიებო ფილმი უკვე მეოთხე დღეა სამართლებრივი და  პოლიტიკური შეფასებების თემაა. სუსში დაწყებული გამოძიების ფარგლებში ორი დღის განმავლობაში გამოკითხეს ისინი, ვინც ამ ფილმში მონაწილეობდნენ.

მათ შორის არიან ექიმები მამა-შვილი ჩახუნაშვილები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და ის დემონსტრანტები, რომლებიც აქციების დაშლის შემდეგ ჩატარებულ გამოკითხვებსა და სამედიცინო კვლევებში მონაწილეობდნენ. ყველა მათგანი ამბობს, რომ ბიბისისთვის ე.წ. კამიტის გამოყენებაზე ინფორმაცია თავად არ მიუწოდებიათ.

ცნობილია, რომ საქართველოზე მომზადებულ დოკუმენტურ ფილმში გაჟღერებულ მძიმე ბრალდებაზე ხელისუფლება მიმართავს დიდი ბრიტანეთის კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას და შემდეგ გადაწყვეტს, იჩივლებს თუ არა საერთაშორისო სასამართლოში.

ფრაქცია „საქართველოსთვის“  კი BBC-ის მიერ ჩატარებულ ჟურნალისტურ გამოძიებასთან დაკავშირებით პარლამენტს საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნით მიმართავს.

]]>
Thu, 04 Dec 2025 17:39:05 +0400
<![CDATA[შს მინისტრის მოადგილის განმარტება]]> ajaratv.ge/article/160587 https://mail.ajaratv.ge/rss საქართველოში მომიტინგეების დაშლისას გამოყენებული ნივთიერებების შესახებ „ბიბისის“ გამოძიება პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის სხდომაზე კამათის მიზეზი გახდა, სადაც შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძე იმყოფებოდა.

კერძოდ, პარტიის „გახარია საქართველოსთვის“ წევრმა, სოფიო ხორგუანმა ალექსანდრე დარახველიძის მიერ წარმოდგენილი კანონპროექტი „იარაღის შესახებ კანონში“ შესატან ცვლილებასთან დაკავშირებით გააკრიტიკა და განაცხადა, რომ გაუგებარია თავდაცვის მიზნით შეძენილი, უწყინარი გაზის ბალონის და ელექტროშოკის აკრძალვა, მაშინ როდესაც თვითონ, ასევე აქციის მონაწილეები ისე მოწამლეს, რომ დღემდე ვერ გაიგო, რა ნივთიერება გაურიეს წყლის ჭავლში.

კომიტეტის თავმჯდომარემ „ბიბისის“ გამოძიებას ფეიკი უწოდა. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კი განაცხადა, რომ არანაირი „კამიტი“ პოლიციას არ გამოუყენებია. მისი თქმით, ეს არის მხოლოდ ჟურნალისტის ვარაუდები და მტკიცებულებას არ ეყრდნობა.

]]>
Thu, 04 Dec 2025 17:38:44 +0400
<![CDATA[ეუთოს მინისტერიალი]]> ajaratv.ge/article/160590 https://mail.ajaratv.ge/rss საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ვენაში ეუთო-ს მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა.

მაკა ბოჭორიშვილმა რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, ოკუპაციაზე, მშვიდობის მნიშვნელობასა და საქართველოს მიმართ უსამართლო მიდგომებზე ისაუბრა.

მანამდე დარბაზში რამდენიმე გამომსვლელმა თავის სიტყვაში საქართველო ახსენა. 32-ე მინისტერიალის ფარგლებში, საგარეო საქმეთა მინისტრი ორმხრივ შეხვედრებსაც მართავს.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ არ უნდა უგულებელყოს ჰიბრიდული ომი.

მინისტერიალზე საქართველოს შესახებ ისაუბრა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში  ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა.

]]>
Thu, 04 Dec 2025 17:36:04 +0400
<![CDATA[ქურდობა სოფელ ხუცუბანში]]> ajaratv.ge/article/160585 https://mail.ajaratv.ge/rss ქობულეთში, სოფელ ხუცუბანში ცივაძეების ოჯახს ღამის საათებში სამი  პირუტყვი მოპარეს. 

ოჯახი აცხადებს, რომ ქურდობა დაახლოებით 02:00 საათზე მოხდა.

ადგილზე პოლიცია იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო.

]]>
Thu, 04 Dec 2025 17:30:23 +0400