არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა კარლ ჰარცელს

21 ივლისი 2022, 10:52 563 ნახვა

არასამთავრობო ორგანიზაციები კარლ ჰარცელს მადლობას უხდიან იმ მხარდაჭერისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას, მოქალაქეებსა და სამოქალაქო საზოგადოებას გაუწია. ორგანიზაციებმა ელჩს წერილი მისწერეს, რომელშიც აღნიშნავენ, რომ კარლ ჰარცელმა საქართველოს საქართველოს ევროპული მომავლისთვის ყველაფერი გააკეთა. ასევე ეხმაურებიან ბოლო პერიოდში „ქართული ოცნების“ მხრიდან გაკეთებულ განცხადებებს და აღნიშნავენ, რომ ეს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს აზიანებს და პირდაპირ საფრთხეს უქმნის ქვეყნის მომავალს.

აღნიშნავენ, რომ კარლ ჰარცელმა ქვეყნისთვის რთულ პერიოდში არაერთ რეფორმაში მიიღო მონაწილეობა.

ხაზს უსვამენ მის პირად წვლილს შარლ მიშელის შეთანხმებისა და საქართველოს ევროპული პერსპექტივის მიღწევაში. “სამოქალაქო საზოგადოება გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის დასავლური მომავლის დაცვას. დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოში დაწყებული მეგობრობა მომავალშიც გაგრძელდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში