«ბათუმის შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალი»

21 ივლისი 2022, 14:19 764 ნახვა

23 ივლისიდან ბათუმში, შავი ზღვის მუსიკისა და ხელოვნების ფესტივალი’’ იწყება. ფესტივალის დამაარსებლის, სამხატვრო ხელმძღვანელის, იუნესკოს მშვიდობის არტისტის  ელისო ბოლქვაძის გადაწყვეტილებით, გახსნითი კონცერტი  საქველმოქმედო  იქნება, რომელშიც მონაწილეობას  ელისო ბოლქვაძესთან ერთად ახალგაზრდა ტალანტები მიიღებენ. 

საღამოზე შემოსული თანხა კი  ომის შედეგად დაზარალებულ უკრაინელ ბავშვებს მოხმარდება. ფესტივალი უკვე მეცხრედ ჩატარდება.

ფესტივალი  ერთადერთი კულტურული ღონისძიებაა საქართველოში, რომელმაც უკვე მეხუთედ იუნესკოს მაღალი პატრონაჟი მოიპოვა. 

ფესტივალი ბათუმში ხელოვნების ცენტრში გაიმართება.დღეს კი პრესკონფერენცია იყო.

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში