შეხვედრა ჩინეთის ახალ ელჩთან

22 ივლისი 2022, 14:20 801 ნახვა

პრემიერ-მინისტრი საქართველოში ჩინეთის ახალ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს შეხვდა.

ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჩინეთი საქართველოს სავაჭრო პარტნიორთა ხუთეულშია და მიმდინარე წელს სავაჭრო ბრუნვამ საქართველოსა და ჩინეთს შორის 922 მილიონი დოლარი შეადგინა.

აგრეთვე, საუბარი შეეხო ჩინურ ინვესტიციებს და ითქვა, რომ მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია ჩინეთიდან 695 მილიონ  დოლარს აჭარბებს.

ყურადღება დაეთმო ტურიზმის სფეროს. ითქვა, რომ  პირდაპირი ფრენები საქართველოსა და ჩინეთს შორის ხელს უწყობს ტურისტების დინამიკურ ზრდას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში