სამუშაო ჯგუფები 12 რეკომენდაციის შესასრულებლად

22 ივლისი 2022, 20:09 946 ნახვა

“ნაციონალური მოძრაობა“ სამუშაო ჯგუფში ჩართვას „ქართულ ოცნებასთან“ ერთად არ აპირებს.

როგორც თქვეს, ეს ვერსია მანამდე პარტიაში განიხილებოდა, თუმცა გადაწყდა, რომ მხოლოდ საკომიტეტო ფორმატში ჩაერთვებიან.

კანდიდატის სტატუსის მისაღებად ევროპული რეკომენდაციების შესრულებაზე ოპოზიციის ნაწილი ცალკე იმუშავებს. განიხილავს კანონპროექტებს, რომლებსაც შემდეგ საშემოდგომო სესიაზე წარადგენს.

"ქართული ოცნებაში" კი აღნიშნავს, რომ ოპოზიციას მმართველ გუნდთან თანამშრომლობა საქართველოში ვიზიტად მყოფმა ევროპარლამენტარებმა მოსთხოვეს.

ევროპელი კანონმდებლები ქვეყანაში 2 დღის განმავლობაში ყველა რგოლის წარმომადგენელს შეხვდნენ.  თქვეს, რომ პოლარიზაცია მთავარი გამოწვევაა და ოპოზიციამ და ხელისუფლებამ ერთად უნდა იმუშაონ.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში