ნაციონალური მოძრაობის პრეტენზია ქედის მერიას 

23 ივლისი 2022, 10:57 770 ნახვა

ქედის საკრებულოს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ამბობს, რომ "მონაწილეობითი ბიუჯეტის" ფარგლებში, გასულ წელს, მოსახლეობის მიერ გამოვლენილი საჭიროებები და პრობლემები, მერიის მიერ არ შესრულებულა. საუბარია წყლის სისტემების რეაბილიტაციაზე, წისქვილების მშენებლობასა და სპორტულ გამაჯანსაღებელი ცენტრის მოწყობაზე.

ოპოზიცია მერიას მშენებლობების დაწყებისკენ მოუწოდებს. ქედის მერი კი ოპოზიციონერს საკითხის შესწავლას სთხოვს.

მერის თქმით სამუშაოები შესრულებულია, დარჩენილია მხოლოდ სპორტული გამაჯანსაღებელი ცენტრის მშენებლობა, რომლისთვისაც პროექტით გათვალისწინებული თანხა არ აღმოჩნდა საკმარისი. მერია თანხების მოპოვებას და დამატებას გეგმავს.

ილონა შავლიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში