ოპოზიციური სამუშაო ჯგუფი ხვალიდან ამუშავდება

24 ივლისი 2022, 14:54 811 ნახვა

როგორი საკანონდებლო ინიციატივებითა და სამართლებრივი დოკუმენტებით  შეიძლება 12 პუნქტიანი  სამოქმედო გეგმის მიღება და შემუშავება, რომლის რეკომენდაციაც ევროკომისიამ მისცა ჩვენს ქვეყანას - საპარლამენტო  ოპოზიციის ნაწილი და  არასამთავრობო  ორგანიზაციები მუშაობას ხვალიდან იწყებენ.  

ოპოზიცია აპირებს ამ რეკომენდაციებში ასახული მოთხოვნების შესაბამისად საკანონმდებლო  ბაზა  შექმნას  და სექტემბრისთვის პარლამენტში  წარადგინოს. 

ოპოზიციის  ნაწილს ხელისუფლებასთან  ერთად, ერთ  სამუშაო  ჯგუფში  ყოფნა არ სურს, რადგან აცხადებენ რომ ქართული ოცნება სრულყოფილი კანონების მიღებას არ აპირებს, რაც რეკომენდაციების შესასრულებლადაა საჭირო. ამიტომ ისინი ალტერნატიულ პროექტებზე აპირებენ მუშაობას. 

12  რეკომენდაციას  შორისაა დეოლიგარქიზაციაც, ამ საკითხზე ისევ  აზრთა სხვადასხვაობაა.    

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში