1 აგვისტომდე საქართველოს ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი - გარემო

25 ივლისი 2022, 13:28 1336 ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 1 აგვისტომდე საქართველოს ცალკეულ რაიონში, სითბოს ფონზე, მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი. 

ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობსა და მთაში +26, +31, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +29, +34, მთაში +25, +30, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან რეგიონებში +21, +26 გრადუსი დაფიქსირდება.

მათივე განცხადებით, თბილისში ღამისა და საღამოს საათებში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსია მოსალოდნელი.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში