იყიდის თუ არა დავით ხიდაშელი „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“

25 ივლისი 2022, 17:26 1198 ნახვა

დავით ხიდაშელის გეგმების შესახებ ინფორმაცია არ მაქვს - ეროვნული ბანკი იმოქმედებს იმ წესების მიხედვით, რომლებიც თანაბრად ეხება ნებისმიერ კომერციულ ბანკს საქართველოში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ინფორმაციას, რომ „ვითიბი ბანკ ჯორჯიას“ სავარაუდოდ, ბიზნესმენი დავით ხიდაშელი ყიდულობს.მისი თქმით, თუ მსგავსი გადაწყვეტილება იქნა მიღებული, ეროვნული ბანკი ყველა პროცედურას დაიცავს.მანამდე საქართველოს ეროვნული ბანკის ცნობით, "ვითიბი ბანკის" შეძენასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულ ბანკში ნებართვის არცერთი მოთხოვნა არ შესულა. ეროვნული ბანკის თანახმად ნებისმიერი გარიგება მხოლოდ საერთაშორისო სანქციების მოთხოვნებისა და მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით მოხდება. მანამდე მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ „ვითიბი ბანკ ჯორჯია“-ს შეძენით რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი დავით ხიდაშელია დაინტერესებული. უკრაინაში რუსეთის მიერ წარმოებული ომის ფონზე დაწესებული სანციების გამო,  „ვითიბი ბანკ ჯორჯია“-მ საშუალო ბიზნესის დეპოზიტებისა და სასესხო პორტფელი გაასხვისა. მომსახურების ეს ნაწილი "ლიბერთი ბანკმა" ჩაიბარა; საცალო სასესხო და სადეპოზიტო პორტფელი კი "ბაზის ბანკს" მიჰყიდა.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში