სამუშაო ჯგუფი ევროპული რეკომენდაციების შესასრულებლად

26 ივლისი 2022, 17:26 896 ნახვა

საპარლამენტო უმრავლესობასა და ოპოზიციას შორის სამუშაო ჯგუფის ფორმატში რიგით მესამე შეხვედრა დასრულებულია. მხარეებმა დღეს სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით იმსჯელეს და ტექნიკური საკითხები გაიარეს. შეხვედრას არ ესწრებოდა ოპოზიციური პარტიების სამი წარმომადგენელი, ,,ნაციონალური მოძრაობა’’, ,,სტრატეგია აღმაშენებელი’’ და ,,ლელო,,, რაზეც პარლამენტის თავმჯდომარემაც გაამახვილა ყურადღება. მისი განმარტებით, სამი პოლიტიკური ძალის პროცესში ჩართვაზე უარის თქმა იწვევს პოლარიზაციის გაღრმავებას, რაც პირდაპირ დაკავშირებულია ევროკავშირის მიერ მოთხოვნილი 12 პუნქტის უგულებელყოფასთან.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში