მირჩევნია, ჩემი და შვეიცარიული ბანკის ურთიერთობა ჩემს პირად პრობლემად დავტოვო - ბიძინა ივანიშვილი

27 ივლისი 2022, 10:47 861 ნახვა

პარტია "ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი შვეიცარიულ ბანკთან დაკავშირებით დღეს გავრცელებულ განცხადებაში საუბრობს.

წერილში შვეიცარიულ ბანკთან დაკავშირებით მის პირად პრობლემაზე საუბრობს და ამბობს, რომ ურჩევნია, მისი და შვეიცარიული ბანკის ურთიერთობა პირად პრობლემად დაიტოვოს და ეს პრობლემა საზოგადოებას ზედმეტად თავს არ მოახვიოს. ასევე აღნიშნავს, რომ  პრობლემა, რომელიც შვეიცარიულ ბანკთან ურთიერთობაში წარმოიშვა, საქართველოში მიმდინარე პროცესებთან პირდაპირი კავშირი აქვს. 

"რაც შეეხება ჩემს პირად პრობლემას, რომელიც შვეიცარიულ ბანკთან ურთიერთობაში წარმოიშვა და დღესაც აქტუალურია, მიმაჩნია, რომ საქართველოში მიმდინარე პროცესებთან მას პირდაპირი კავშირი აქვს. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველომ რთულ სიტუაციას, პრაქტიკულად, თავი უკვე გაართვა და ომის უშუალო საფრთხე გადაიარა, მირჩევნია, ჩემი და შვეიცარიული ბანკის ურთიერთობა ჩემ პირად პრობლემად დავტოვო და ეს პრობლემა საზოგადოებას ზედმეტად თავს არ მოვახვიო. აქ იმასაც არა აქვს მნიშვნელობა, თუ რაზე ვგეგმავდი შვეიცარიული ბანკის მიერ გაჩერებული თანხების დახარჯვას - კერძო მიზნებისთვის თუ საზოგადოებრივი საჭიროებისთვის. მირჩევნია, ბანკის მიერ შექმნილი პრობლემა საზოგადოებამ ყველა შემთხვევაში ჩემ პირად პრობლემად განიხილოს. შედარებით დეტალურ განმარტებებს ამ საქმეზე ჩემი ადვოკატი აკეთებდა და მომავალშიც გააკეთებს.

ჩემთვის მთავარია, საქართველომ შეძლოს ურთულესი ვითარებიდან საბოლოოდ სათანადოდ გამოსვლა და მშვიდობის შენარჩუნება, ჩემ პირად საკითხზე კი, მე თავად ვიზრუნებ და ამ პრობლემით საზოგადოების ზედმეტად დატვირთვას არ შევეცდები." - აცხადებს ბიძინა ივანიშვილი. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში