„აისის“ საზაფხულო კურსი

27 ივლისი 2022, 11:06 499 ნახვა

საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისის" საზაფხულო კურსი მიმდინარეობს. სწავლების დასასრულს კურსანტები წინაღობების გადალახვას შეეცადნენ.

საზაფხულო კურსს თბილისის სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტები ესწრებიან. მათ მომზადება საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის პალდოს სამხედრო საწვრთნელ ბაზაზე გაიარეს.

სწავლება თეორიულ და პრაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა. მსმენელებმა შეისწავლეს ტოპოგრაფიის საფუძვლები, ცეცხლსასროლი იარაღის ამოცნობა და დაშავებულისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა.

კურსის ფარგლებში  ღამის მარშიც ჩატარდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში