ხელი მოვაწერეთ რამდენიმე შეთანხმებას, რომელიც საქართველოსა და ყაზახეთს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს უფრო გააღრმავებს - დავითაშვილი

27 ივლისი 2022, 13:30 1174 ნახვა

ყაზახეთის რესპუბლიკაში ვიზიტის ფარგლებში, ჩვენ ხელი მოვაწერეთ რამდენიმე შეთანხმებას, რომელიც საქართველოსა და ყაზახეთს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს უფრო გააღრმავებს, - ამის შესახებ, ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა, ყაზახეთში განაცხადა.

მისი თქმით, ხელი მოეწერა ყაზახეთთან სავაჭრო ბრუნვის ნომენკლატურის შეთანხმებას, რომელიც ხელს შეუწყობს სავაჭრო ბრუნვის ზრდას ყაზახეთსა და საქართველოს შორის.

"ვიზიტის ფარგლებში ჩვენ ხელი მოვაწერეთ რამდენიმე შეთანხმებას, რომელიც საქართველოსა და ყაზახეთს შორის ეკონომიკურ ურთიერთობებს უფრო გააღრმავებს. პირველი, ეს შეეხებოდა სავაჭრო ბრუნვის ნომენკლატურის შეთანხმებას, რომელიც ხელს შეუწყობს სავაჭრო ბრუნვის ზრდას ყაზახეთსა და საქართველოს შორის. ჩვენ შევთანხმდით ასევე საინფორმაციო ტექნოლოგიებსა და ინოვაციების სფეროსი თანამშრომლობაზე და აქ ჩვენი GITA ჩართული იქნება და ითანამშრომლებს შესაბამის უწყებებთან, ყაზახურ მხარესთან. ხელი მოეწერა ასევე ორი ქვეყნის რკინიგზას შორის შეთანხმებას, სარკინიგზო გადაზიდვების ხელშეწყობის და თანამშრომლობის კუთხით და რა თქმა უნდა, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, მთავარი საკითხი საქართველოსა და ყაზახეთს შორის თანამშრომლობის მიმართულებით - სატრანზიტო ნაკადები, დღეს განსაკუთრებით შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, საქართველოდა ე.წ შუა დერეფანი იძენს განსაკუთრებულ მნიშვნელობას და საქართველოთი დაინტერესებულია არა მხოლოდ ყაზახეთი, არამედ ცენტრალური აზიის სხვა ქვეყნები. ასევე საუბარი შეეხო ბათუმში არსებული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და მოდერნიზებას, იმისთვის, რომ საქართველომ უფრო მეტი მაღალი ღირებულების ტვირთის გატარება შეძლოს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში