ცნობილი დუეტები ქართული კინოფილმებიდან

27 ივლისი 2022, 14:20 1122 ნახვა

ბათუმის საზაფხულო თეატრში პოპულარული ქართული დუეტები კინოფილმებიდან და სპექტაკლებიდან დღეს საღამოს 21 საათიდან შესრულდება. მაყურებლის წინაშე ნეკა სებისკვერაძე და დავით ნოზაძე წარსდგებიან. საღამოს წამყვანი ნიკა წულუკიძეა, რომელიც ღონისძიებაზე მისულ მაყურებელს  დაუვიწყარ საღამოს ჰპირდება.

მაყურებლის წინაშე წარსდგება ნანული სარაჯიშვილი და ბათუმში გადაღებულ ცნობილ ფილმ “მანანა”-ზე უცნობ ამბებს მოუყვება დამსწრე საზოგადოებას.

ღონისძიება აჭარის  განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს "ახალი შემოქმედებითი პროექტების მხარდაჭერის საგრანტო კონკურსის" ფარგლებში იმართება და დასწრება თავისუფალია.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში