ბათუმის მერისა და UNDP-ის სტამბულის რეგიონული მენეჯერის შეხვედრა

27 ივლისი 2022, 17:13 857 ნახვა

ბათუმის მერი UNDP-ის სტამბოლის რეგიონულ მენეჯერს შეხვდა. თინა სტოუმმა და არჩილ ჩიქოვანმა მუნიციპალური ტრანსფორმაციის პორტფელის მიმდინარეობასა და ციფრული ეკონომიკისა და ეკონომიკური განვითარების მიმართულებით შესაძლო თანამშრომლობაზე ისაუბრეს. მხარეებმა ასევე ამ მიმარულებით სამომავლო გეგმები განიხილეს. არჩილ ჩიქოვანი UNDP-ის რეგიონულ მენეჯერს მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ საერთაშორისო პროექტებზე ესაუბრა. როგორც UNDP-ის რეგიონულმა მენეჯერმა შეხვედრაზე აღნიშნა, ტრანსფორმაციის პორტფელი ითვალისწინებს ინოვაციური ტექნოლოგიების განვითარებას, ხელმისაწვდომობის ზრდასა და პოპულარიზაციას მოსახლეობაში. შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ტრანსფორმაციის პორტფელი გამოცდილი საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით მზადდება, რომელიც შეიმუშავებს მეთოდებსა და კომპლექსურ მიდგომებს ქალაქის წინაშე არსებული გამოწვევების საპასუხოდ. პროექტი მრავალწლიანია და ოთხ ეტაპად ხორციელდება. თითოეული ეტაპის დასრულების შემდგომ  პორტფელში გათვალისწინებული მიდგომებისა და მეთოდების გამოყენებით კონკრეტული ღონისძიები განხოციელდება.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში