“გირჩი” საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს

28 ივლისი 2022, 11:04 820 ნახვა

პარლამენტში  საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს პარტია ,,გირჩი“.   პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსანდრე რექვიაშვილმა "გირჩის" დადგენილების პროექტი წარადგინა, რომელიც მისი თქმით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის უფლებამოსილების ბოროტად  გამოყენებასა და ფასების სტაბილურობის დარღვევას ეხება.

დოკუმენტის მიხედვით, პარლამენტში შეიქმნება დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც სამი თვის განმავლობაში  გამოკითხავს საქმესთან აფილირებულ პირებს, შეიმუშავებს რეკომენდაციებს, გამოაქვეყნებს შესაბამის დასკვნასა და საჭიროების შემთხვევაში მოახდენს შესაბამის რეაგირებას.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში