ოპოზიციის ალტერნატიული სამუშაო ჯგუფი

28 ივლისი 2022, 11:34 995 ნახვა

ევროკომისიის 12 რეკომენდაცია და სამუშაო პროცესი.  ალტერნატიული ჯგუფის მორიგი შეხვედრა საკანონმდებლო ორგანოში.  სამი ოპოზიციური პარტია ამჯერად  მედიის წარმომადგენლებს ხვდება,  სწორედ მათგან მოისმენენ დეპუტატები მედიაში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაციებს.

როგორც ცნობილია, ევროკომისიის 12 რეკომენდაციებს შორის, მეშვიდე პუნქტი სწორედ მედიას ეთმობა. დოკუმენტში წერია, რომ  საჭიროა უფრო ძლიერი ძალისხმევის გაწევა თავისუფალი, პროფესიონალური, პლურალისტური და დამოუკიდებელი მედია გარემოს უზრუნველსაყოფად, რომ უნდა დაიწყოს მიუკერძოებელი, ეფექტური და დროული გამოძიება ჟურნალისტებისა და მედიის სხვა წარმომადგენლების უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნის ფაქტებზე.

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში