შეფასებები აშშ-ის ელჩის განცხადებაზე

28 ივლისი 2022, 19:20 862 ნახვა

ქართულ ოცნებაში გაუგებარია, რატომ სთხოვა კელი დეგნანმა პოლიტიკიდან გასულ ბიძინა ივანიშვილს შეხვედრა. ოპოზიციის ნაწილი იზიარებს დეგნანის განცხადების შინაარს, რომ დასავლელი პარტნიორების ინტერესი არ არის საქართველოს რუსეთთან ომში ჩართვა.ფიქრობენ, რომ დეგნანი ივანიშვილს მიმდინარე მოვლენებზე პოზიციების გასაცვლელად შეხვდა. როგორც იცით, მარტში გამართული შეხვედრის საკითხი   რამდენიმე დღის წინ ოცნებიდან წასულმა დეპუტატებმა წამოჭრეს, მათ  რიგებს კი დღეს კიდევ ერთი დეპუტატი შეურთდა. გურამ მაჭარაშვილის გუნდიდან წასვლის მიზეზიც იგივეა, რასაც  მისი წინამორბედები, ხუნდაძე, ყაველაშვილი და სუბარი ასახელებენ.  

ირაკლი ყურაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში