აჭარაში წყლის სისტემების განვითარების პროექტით, თანამედროვე სტანდარტების სისტემებით სარგებლობას აჭარაში დამატებით 39 სოფელში მცხოვრები დაახლოებით 30 000 ადამიანი შეძლებს.
ქობულეთში სარეაბილიტაციო სამუშაოები მუხაესტატეს მეურნეობის დასახლებაში, ქვედა კვირიკეში, ჩაქვისთავში, ცეცხლაურში, ოჩხამურსა და ჯიხანჯურში განხორციელდება.
აჭარაში კომუნალური ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტი კაეფდაბლიუ ბანკისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
პროექტის ბიუჯეტი 59,5 მილიონი ევროა.