ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია 

29 ივლისი 2022, 11:31 1039 ნახვა

ბათუმში შემოერთებულ ტერიტორიებზე წყლისა და წყალარინების თანამედროვე სისტემების მოწყობის საკითხი და მე-5 ფაზის ფარგლებში განხორციელებული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის პრეზენტაცია გაიმართა მერიაში. პროექტისთვის 78.8 მილიონი ევრო დაიხარჯება.

დაგეგმილია წყალარინების გამწმენდი ნაგებობების გაფართოება, სატუმბი სადგურების მშენებლობა-რეაბილიტაცია და წყლის სამარაგო რეზერვუარის მშენებლობა.

ინფორმაცია და ვიდეო მასალა ბათუმის მერიამ მოგვაწოდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში