ცესკოს თავმჯდომარის არჩევა

29 ივლისი 2022, 14:19 701 ნახვა

ვინ გახდება ცესკოს თავმჯდომარე  -  ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისა და წევრობის  კანდიდატებთან   გასაუბრება  გრძელდება.  

თავმჯდომარის პოზიციაზე კონკურსში სულ 5 კანდიდატი მონაწილეობს, რაც შეეხება წევრის ვაკანსიას - ორ ვაკანტურ პოზიციაზე სულ 7 კანდიდატია  წარმოდგენილი. 

უკვე მოუსმინეს თავმჯდომარეობის კანდიდატებს, რომლებმაც კომისიის წევრებს საკუთარი ხედვები გააცნეს, თუ როგორ წარმოუდგენიათ საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობის გაუმჯობესება. ცესკოს თავმჯდომარეს და  ორ წევრს უფლებამოსილების ექვსთვიანი ვადა  აგვისტოში  ეწურებათ.

კონკურსში უკვე მესამედ მონაწილეობს  ახლა მოქმედი თავმჯდომარეც.  

წინა ორ შემთხვევაში გიორგი კალანდარიშვილი პარლამენტმა მხოლოდ 6-6 თვიანი ვადით აირჩია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში