სავარაუდო ძალადობა ქალზე

29 ივლისი 2022, 19:57 1337 ნახვა

უკრაინიდან ლტოლვილ ქალზე სავარაუდო სექსუალურ ძალადობაზე გამოძიება დაიწყო.  საქმესთან დაკავშირებით ბათუმის მეშვიდე განყოფილებაში უკრაინელი ქალის  მეგობარი  საგამოძიებო უწყებაში დაკითხვაზე იმყოფებოდა. მან  გამომძიებელს  განუცხადა, რომ თავის მეგობარს, რომელიც რამდენიმე დღის წინ უკრაინიდან ჩამოვიდა,  სხეულზე დაზიანება საქართველოში ჩამოსვლამდე აღენიშნებოდა. ახალგაზრდა  ქალი, ამ დრომდე ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადის  მკურნალობას.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში