ცესკოს პასუხი სტრატეგია აღმაშენებელს

30 ივლისი 2022, 17:31 886 ნახვა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინააღმდეგ მიზანმიმართული მადისკრედიტებელი კამპანია გრძელდება - საარჩევნო ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, რითაც ეხმიანება  „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებლიდან“ ცესკოს წევრის ანა კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებას. ის ამ კონკურსს ფორმალურ პროცესს უწოდებს.

,,გვინდა შევახსენოთ მათ, რომ ტერმინი „ლეგიტიმური“ არის ტერმინ „კანონიერის“ ეკვივალენტური და კანონმდებლობასთან შესაბამისად წარმოებული პროცედურა ვერ იქნება არალეგიტიმური, მიუხედავად იმისა, ვინ იქნება არჩეული, ხოლო ცალკეული პოლიტიკური ჯგუფების მძაფრი ინტერესი შექმნან საპირისპირო აღქმა, წინასწარ აზიანებს ცესკო-ს მომავალი შემადგენლობის საქმიანობას. მოვუწოდებთ ყველას, თავი შეიკავონ არაკომპეტენტური განცხადებებით ცესკო-ს იმიჯის დაზიანების მიზანმიმართული მცდელობებისგან“ - ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში