სეზონური ვირუსები

11 იანვარი 2017, 00:00 2891 ნახვა

ვირუსული ინფექციების სეზონი პიკს აღწევს. ეპიდემიოლოგები შემთხვევების კლებას მომავალი კვირიდან ელოდებიან. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მოსახლეობას პრევენციული ღონისძიებებისკენ მოუწოდებს. ეპიდ სეზონზე განსაკუთრებულ რეჟიმში მუშაობენ სამედიცინო დაწესებულებები. ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელმძღვანელის ინფორმაციით, სტაციონარში ადგილები სრულად შევსებულია. ბოლო სამი კვირის განმავლობაში მუშაობის განსაკუთრებულ რეჟიმზეა გადასული სასწრაფო სამედიცინო ცენტრი. მდგომარეობა სამუშაო შეხვედრაზე შეაჯამეს უმაღლეს საბჭოში.

ამავე კატეგორიაში