სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება

01 აგვისტო 2022, 11:07 1056 ნახვა

დღეიდან სახელმწიფო კლინიკებში მინიმალური ანაზღაურების სისტემა ამოქმედდება.

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, იმ ტარიფებიდან და გადასახადებიდან, რასაც საყოველთაო ჯანდაცვით სახელმწიფო კლინიკებს უხდის მთავრობა, პირველ ეტაპზე გამოითვალა მინიმალური სამართლიანი ანაზღაურება.

ცნობისთვის, თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში საპილოტე რეჟიმში ახალი სახელფასო სისტემა რამდენიმე კვირის წინ დაინერგა, რომელიც სამედიცინო პერსონალისთვის საათების მიხედვით ანაზღაურების მინიმალურ ზღვარს აწესებს.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში