არასრულწლოვანთა პროსტიტუცია

11 იანვარი 2017, 00:00 2086 ნახვა

გიორგი კვირიკაშვილმა არასრულწლოვანთა პროსტიტუციაზე მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. პრემიერის შინაგან საქმეთა მინისტრს დავალება მისცა მსგავსი ფაქტები შეისწავლოს. კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ღამის კლუბებში ქართველ მამაკაცებს არ უშვებენ, მოგვიანებით კი განმარტა, რომ ამის მიზეზი არასრულწლოვანთა პროსტიტუციაა. პრემიერმა მდგომარეობის შესწავლა ადამიანის უფლებების საკითხში თანაშემწესაც სთხოვა. რეაგირება მღებრიშვილის უწყებამ უკვე დაიწყო. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის განცხადებით, საკითხის შესწავლა მიმდინარეობს და შედეგებს გაასაჯაროვებენ. პრემიერის თქმით, ამ პრობლემების გადაწყვეტა სტიქიურად არ უნდა მოხდეს და სახელმწიფო ინსტიტუტებმა კანონმდებლობის გათვალისწინებით უნდა იმოქმედონ.

ამავე კატეგორიაში