აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფ ორ უწყებას, გრანტების გაცემის უფლებამოსილება მიენიჭა

02 აგვისტო 2022, 11:08 1328 ნახვა

პარლამენტმა მხარი დაუჭირა საკანონმდებლო ინიციატივას, რომლითაც აჭარის მთავრობის დაქვემდებარებაში  მყოფ ორ უწყებას გრანტების გაცემის უფლებამოსილება მიენიჭა ახალგაზრდული პროექტების განხორციელებისა და დასაქმების ხელშეწყობისთვის.

კანონის ამოქმედების შემდეგ, ნაცვლად გართულებული სატენდერო პროცედურებისა, რომელიც ხელს უშლიდა აღნიშნული პროგრამების ეფექტურად განხორციელებას, ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი და დასაქმების სააგენტო შეძლებენ  სწრაფად და მარტივად, დაბრკოლებების გარეშე გრანტის  სახით  დააფინანსონ  ახალგაზრდებისა და დასაქმების მსურველთა მონაწილეობა სასურველ პროექტებში. 

ამავე  ცვლილებით, აჭარის დასაქმების საააგენტოს ეძლევა შესაძლებლობა შრომით ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებში გადამზადებული პირებისთვის გრანტის სახით დააფინანსოს  სხვადასხვა სახის სამუშაო  ინვენტარის შეძენა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში