განხეთქილება “ნაციონალურ მოძრაობაში”

11 იანვარი 2017, 00:00 2879 ნახვა

თინათინ ბოკუჩავას ინფორმაციით, გიგა ბოკერიას ფრთის წარმომადგენლები პარტიას სავარაუდოდ ხვალ დატოვებენ.  ფრაქციის სხდომა  კი, რომელზეც თავმჯდომარეობიდან ნიკა მელია უნდა გადააყენონ, 13 იანვარს ჩატარდება. ამასთან სერგო რატიანი მზადაა, პარტიული შეკრებისთვის თანხა გადარიცხოს. განცხადებაში პარტიის აღმასრულებელი მდივანი კიდევ ერთხელ ადასტურებს მისი და მისი მომხრეების პოზიციას, რომ დაგეგმილი ყრილობა არალეგიტიმურია, თუმცა თანხას პარტიული შეკრებისთვის სპორტის სასახლეს, სადაც აღნიშნული ღონისძიება უნდა გაიმართოს, მაინც გადარიცხავს. დილიდან კეთდება განცხადებები ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ცენტრალურ რგოლში. თინათინ ბოკუჩავას თქმით, ბოკერიას გუნდი ყველაფერს აკეთებს იმისთვის,  რომ  პარტიას ზიანი მიაყენონ. სერგო რატიანის მიმართვაზე ცესკოს დღეს არ უმსჯელია. 

ამავე კატეგორიაში