„ოცნებიდან“ წასულებმა, შესაძლოა, პარტია ჩამოაყალიბონ 

03 აგვისტო 2022, 12:00 1032 ნახვა

,,ქართული ოცნებიდან" წასული დეპუტატები ახალ პარტიაში გაერთიანებას არ გამორიცხავენ. ამბობენ, რომ ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ დაინახავენ, რომ ხელისუფლება ომთან დაკავშირებულ წნეხს ვეღარ უძლებს. გუშინ კი წასულებმა სახალხო მოძრაობა  ,,ხალხის ძალა’’ დააფუძნეს.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ისინი საფრთხეს წარმოადგენენ და  მიაჩნიათ, რომ „ქართული ოცნების“ ეს კამპანია ევროატლანტიკური ინტეგრაციის მომხრეთა რიცხვის შემცირებას და რუსული გავლენის გაძლიერებას ემსახურება. 

წაართმევენ თუ არა ხმებს მმართველ გუნდს „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები? - კითხვაზე ოცნებაში პასუხობენ, რომ პარტიას ჰყავს მხარდამჭერები, რომლებიც იზიარებენ იმ მშვიდობის პოლიტიკას, რომელსაც დღეს ხელისუფლება ატარებს. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში