სამრეწველო ზონის მიმდებარედ წყალარინების მაგისტრალური ქსელის მოწყობა დაიწყო

03 აგვისტო 2022, 14:33 838 ნახვა

სამრეწველო ზონის მიმდებარედ წყალარინების მაგისტრალური ქსელის მოწყობა და სატუმბი სადგურების მშენებლობა დაიწყო.

პროექტს ბათუმის მერიისა და აჭარის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით კომპანია „თექ ჰაივეი“ ახორციელებს, ხოლო ზედამხედველობას შპს „ბათუმის წყალი“ გაუწევს. პროექტი  ე.წ. ოცნების ქალაქში მცხოვრები მოსახლეობისთვისაა გათვალისწინებული.

მიწისქვეშა კომუნიკაცია, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე  არ არსებობდა, დეკემბერში დასრულდება.

მისი ღირებულება 5 მილიონ 800 ათასი ლარია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში