სააკაშვილის პოლიტიკიდან წასვლა და ივანიშვილის დაბრუნება - ოპოზიციის ნაწილის გეგმა დეპოლარიზაციისთვის

04 აგვისტო 2022, 11:51 912 ნახვა

დროა ქართულ პოლიტიკაში დასრულდეს უმიზნო დაპირისპირებებისა და ოპონენტისაგან მტრის ხატის შექმნის პრაქტიკა, სადაც პოლიტიკურ ამინდს მხოლოდ ორი ურთიერთდაპირისპირებული პოლიტიკური ძალა განსაზღვრავს, რომელთა დღის წესრიგი არა საგნობრივი პრობლემების მოგვარებაზე, არამედ ურთიერთბრალდებებსა და პირადი პოლიტიკური ამბიციების დაკმაყოფილებაზეა ორიენტირებული.

საქართველოს პარლამენტის ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებს.

განცხადება საკმაოდ მოცულობითია, ყურადღება გამახვილებულია 12 პუნქტის შესრულებაზე, პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულებაზე, საკონსტიტუციო ცვლილებების მიღებასა და საარჩევნო ბარიერის დაწევაზე. ამასთან წერია, რომ დეპოლარიზაციისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება მიხეილ სააკაშვილის გასვლა ქართული პოლიტიკური სივრციდან და ბიძინა ივანიშვილის დაბრუნება.

აღნიშნულია, რომ ქვეყანა სწორ კონსტიტუციურ ჩარჩოს უნდა დაუბრუნდეს, პოლიტიკური პასუხისმგებლობა პროცესებზე უნდა აიღოს იმან, ვინც შესაბამის გადაწყვეტილებებს იღებს ან ამ გადაწყვეტილების მიღების ყველანაირი რესურსი გააჩნია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში