სოფელ ხალაში ბუნებრივი აირის ჩართვას ითხოვენ 

04 აგვისტო 2022, 14:37 2370 ნახვა

აქცია იყო ჩაქვში, სოფელ ხალაში. ადგილობრივები ბუნებრივი აირის ჩართვას ითხოვენ. მათი თქმით, უკვე სამი წელია სოფელში მილები დამონტაჟებულია, მაგრამ  გაზი ამ დრომდე არ მიეწოდებათ.

უფუნქციოდ დარჩენილი გაზიფიცირებისთვის საჭირო საკომუნიკაციის სისტემა კი როგორც ამბობენ, მოშლილია, დაზიანებულია  მილები. შესაბამისად ისინი  მის მოწესრიგებასაც ითხოვენ. აქციის მონაწილეებთან ერთად იმყოფებოდნენ  ,,ნაციონალური მოძრაობის’’ წევრები. 

ოპოზიცია ქობულეთის მერს  მოუწოდებს სოფელ ხალას მოსახლეობის პრობლემა დროულად მოუგვაროს და ასევე შეხვდეს მათ.

მერი ლევან ზოიძე კი ირწმუნება, რომ ხალას მცხოვრებლებს გუშინ შეხვდა და გაზიფიცირებასთან დაკავშირებით ინფორმაციაც მიაწოდა. 

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში