ირაკლი ღარიბაშვილი ჰოლდინგ Mivtach Shamir-ის თავმჯდომარეს შეხვდა

04 აგვისტო 2022, 14:48 672 ნახვა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ჰოლდინგ Mivtach Shamir-ის თავმჯდომარე მეირ შამირს შეხვდა. უწყების ცნობით, მხარეებმა ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელეს, მათ შორის, ენერგეტიკისა და სოფლის მეურნეობის დარგების მიმართულებებით.

საუბარი აგრეთვე შეეხო საქართველოს სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილმდებარეობას, საერთაშორისო ვიზიტორების მზარდ რიცხვსა და ქვეყანაში არსებულ შეღავათიან საგადასახადო პირობებს.

Mivtach Shamir-ი  ერთ-ერთი ყველაზე დიდი ჰოლდინგია, რომელიც ისრაელის ბაზარზე უძრავი ქონების, ენერგეტიკის, ფინანსების და ტექნოლოგიების სექტორების მიმართულებით 30-წელზე მეტია ოპერირებს.

კომპანია ასევე წარმოდგენილია ინდოეთსა და აშშ-ში. ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში