აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე განახლებული სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის შესახებ პრეზენტაციას დაესწრო

05 აგვისტო 2022, 11:03 994 ნახვა

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა შავაძე განახლებული სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის შესახებ პრეზენტაციას დაესწრო. განახლებული ექსტენციის ძირითადი მიმართულებები მოიცავს დარგობრივი ცოდნის გაზიარებას და აგრარული მიმართულებით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ზრდას.

ციფრული პლატფორმის საშუალებით, ექსტენციონისტი მოახდენს ფერმერთა პრობლემებზე ოპერატიულ რეაგირებას.

შეხვედრის შემდეგ მინისტრი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ფაროსანას წინააღმდეგ წამლობით ღონისძიებას გაეცნო.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში