ცესკო-ს თავმჯდომარეობის კანდიდატები

06 აგვისტო 2022, 20:05 1544 ნახვა

პრეზიდენტმა გიორგი კალანდარიშვილის ცესკოში ყოფნის საჭიროება ვეღარ დაინახა, შესაბამისად, საარჩევნო ადმინისტრაციის მოქმედი ხელმძღვანელი სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტიტუციის თავმჯდომარის პოსტზე კანდიდატად აღარ დაასახელა.  სხვათაშორის კალანდარიშვილმა, რომელიც  6 თვის წინ პრეზიდენტისთვის მოსაწონი  კანდიდატი იყო,  ოპოზიციის ნაწილის ნდობა ვერ მოიპოვა.    სწორედ ამის გამო  იგი ორჯერ დაინიშნა აღნიშნულ პოზიციაზე, თუმცა   ხუთი წლის ნაცვლად,   6 თვის  ვადით.   როლები  ახლა შეიცვალა. 

სავარაუდოდ ზურაბიშვილის მიერ ამჯერად შერჩეულ კანდიდატებს, ქართული ოცნების მხარდაჭერა არ ექნება.  

სალომე ზურაბიშვილის სტრატეგიის უკვირს გიორგი კალანდარიშვილს, რომელიც პრეზიდენტს ახსენებს ცესკოში,  მის მიერ განხორციელებულ რეფორმებს, რის გამოც ფიქრობს, რომ იმსახურებდა საარჩევნო ადმინისტრაციის  თავმჯდომარის პოზიციაზე დასახელებას.  

ვის რა გაახსენა სალომე ზურაბიშვილის ამ ნაბიჯმა? ოპოზიციამ პრეზიდენტსა და მმართველ გუნდს შორის დაპირისპირების  გაგრძელება ამოიკითხა, არც  სახელისუფლებო პარტია   მალავს უკმაყოფილებას სალომე ზურაბიშვილის არჩევანზე.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში