14 წელი აგვისტოს ომიდან - ევროპარლამენტის პრეზიდენტის განცხადება 

07 აგვისტო 2022, 15:02 601 ნახვა

აგვისტოს ომს ეხმაურებიან ქვეყნის საერთაშორისო  პარტნიორები. დამოუკიდებელ საქართველოში შეჭრით რუსეთმა წამოიწყო სასტიკი სქემა, რათა შეეჩერებინა მისი პროევროპული არჩევანი, – ამის შესახებ ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა სოციალურ ქსელში წერს.

მეცოლა აღნიშნავს, რომ  ევროპარლამენტი აგრძელებს ქართველი ხალხის გვერდით მტკიცედ დგომას.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში