დასავლეთ საქართველოში ტემპერატურა 37 გრადუსამდე მოიმატებს - გარემო

08 აგვისტო 2022, 12:43 3224 ნახვა

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 12 აგვისტომდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი.

მათივე განმარტებით, ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა დასავლეთში +37 გრადუსს მიაღწევს.

"12 აგვისტომდე დასავლეთ საქართველოში შენარჩუნებული იქნება ცხელი და უმეტესად უნალექო ამინდი. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.

აღმოსავლეთ საქართველოში კი ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და ელჭექი აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +32, +37, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +29, +34 გრადუსი დაფიქსირდება.

თბილისში ღამისა და საღამოს საათებში, შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა დღისით +32, +34 გრადუსია მოსალოდნელი,"- ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში