ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატებზე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მხარს არ უჭერენ მმართველ გუნდში

09 აგვისტო 2022, 17:56 730 ნახვა

ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატებზე პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მხარს არ უჭერენ მმართველ გუნდში. საპარლამენტო უმრავლესობა თავმჯდომარის არჩევის წესში ცვლილებებს და ამ მიმართულებით საარჩევნო კანონმდებლობის კიდევ ერთხელ გადახედვას არ გამორიცხავენ. ოპოზიციაში კი ფიქრობენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა სწორი გადაწყვეტიელბა მიიღო, როცა გიორგი კალანდარიშვილს უარი უთხრა ისევ ებრძოლა საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობისთვის.ცესკოს თავმჯდომარის შერჩევას პარლამენტი საშემოდგომო სესიაზე დაიწყებს. დეპუტატები ორ კანდიდატს რევაზ ეგაძეს და თამარ ალფაიძეს ჯერ კომიტეტების ფორმატში მოუსმენენ, შემდეგ საკითხი კენჭისყრაზე გავა. თუ საჭირო ხმების მობილიზება ვერ მოხდა და ვერცერთი კანდიდატი ვერ შეირჩა, კონკურსი განმეორებით გამოცხადდება. ახალი თავმჯდომარის არჩევამდე კი გიორგი კალანდარიშვილი ცესკოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი იქნება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში