გია ყანჩელის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფესტივალი გრძელდება

10 აგვისტო 2022, 10:37 718 ნახვა

მსოფლიოში აღიარებული ქართველი კომპოზიტორის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფესტივალი დასასრულს უახლოვდება.

12 აგვისტოს გია ყანჩელისადმი მიძღვნილ საღამოზე მსმენელის წინაშე, 12 წლის პიანისტი ცოტნე ზედგენიძე, ნიკოლოზ რაჭველი სიმფონიურ ორკესტრთან და უკრაინელ მუსიკოსებთან ერთად წარსდგება.

დღეს გენიალური ქართველი კომპოზიტორის დაბადების დღეზე, მის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართება. ფესტივალის მესამე დღეს კი კამერული მუსიკის საღამო შედგა. 

მუსიკოსმა ნინო ჟვანიამ და მევიოლინე გრიგორი ამბარცუმიანმა გია ყანჩელის მინიატურებთან ერთად ბეთჰოვენის ორი სავიოლინე სონატა შეასრულეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში