შუახევის მუნიციპალიტეტში კარაპეტის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები გრძელდება

11 აგვისტო 2022, 10:37 950 ნახვა

შუახევის მუნიციპალიტეტში კარაპეტის ადგილობრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზის ასფალტობეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები გრძელდება. მოეწყობა სანიაღვრე არხები, წყალგამტარი მილები, რკინა ბეტონის კიუვეტები, ბეტონის და გაბიონის საყრდენი კედლები.

აშენდება ერთი ახალი ხიდი. აღნიშნული გზა ერთმანეთთან ოლადაურის, მაწყვალთის, კარაპეტისა და მახალაკიძეების თემებს აკავშირებს.

რეაბილიტირებული გზით 400-მდე ადგილობრივი ოჯახი შეძლებს სარგებლობას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში