მსოფლიოში აღიარებული ქართველი კომპოზიტორის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფესტივალი გრძელდება

11 აგვისტო 2022, 10:56 822 ნახვა

მსოფლიოში აღიარებული ქართველი კომპოზიტორის ხსოვნისადმი მიძღვნილი ფესტივალი გრძელდება. გუშინ, გენიალური კომპოზიტორის გია ყანჩელის დაბადების დღეზე, მის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი აჩვენეს.

,,სევდის ანგელოზები’’ მაესტროს შესახებ მის სიცოცხლეში გადაღებული უკანასკნელი ფილმია. გადაღებები რამდენიმე ქალაქში საკონცერტო ტურნეს პარალელურად მიმდინარეობდა. ფილმის ავტორი თეონა ჯორბენაძეა.

ფესტივალის დახურვის დღეს, 12 აგვისტოს ბათუმში მაყურებლის წინაშე პირველად წარსდგება 12 წლის ქართველი პიანისტი და კომპოზიტორი ცოტნე ზედგინიძე, კონცერტში მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით, ასევე ცნობილი ალტისტი გიორგი ცაგარელი, საღამოს სპეციალური სტუმრების რანგში ბათუმის სცენაზე პირველად გამოვლენ 12 წლის უკრაინელი მუსიკოსები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში