ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა გრძელდება - ხვალ პარლამენტში ორი შეხვედრაა დაგეგმილი

11 აგვისტო 2022, 14:33 734 ნახვა

ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებაზე მუშაობა გრძელდება - ხვალ პარლამენტში ორი შეხვედრაა დაგეგმილი - ანტიკორუფციული და  საპარლამენტო კონტროლის მექანიზმებზე მომუშავე ჯგუფის შეკრება.

პოზიციები უცვლელი რჩება, ოპოზიციის ნაწილი ისევ ბოიკოტის რეჟიმშია და „ქართულ ოცნებასთან“ ერთად სამუშაო პროცესში არ მონაწილეობს და პროცესს ფარსს უწოდებს.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ოპოზიციის ბოიკოტირებულ ნაწილს ქვეყანაში წარმატებული რეფორმების განხორციელებისთვის ნიადაგის მოსპობა სურს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში