მიმდინარე წლის II კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა - 147 ათასი, რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 19.3%-ს შეადგენს - ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს

15 აგვისტო 2022, 15:00 1290 ნახვა

მიმდინარე წლის II კვარტალში ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა - 147 ათასი, რუსეთის ფედერაციიდან დაფიქსირდა, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 19.3%-ს შეადგენს - ინფორმაციას „საქსტატი“ ავრცელებს.

მეორე ადგილზეა თურქეთი 14.9%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 12.1%-იანი წილით.  მეორე კვარტალში საქართველოს ტერიტორიაზე დაფიქსირდა საერთაშორისო არარეზიდენტი მოგზაურების მილიონ 049 ათასი  შემოსვლა, რაც 198.7 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე. 

საერთაშორისო ვიზიტორების 81  პროცენტი მხოლოდ ტურისტები იყვნენ. მხოლოდ ექსკურსანტების წილმა 14.8 პროცენტი შეადგინა. საქსტატის მონაცემებით,  ვიზიტების უმრავლესობა  თბილისსა და აჭარაში დაფიქსირდა. 

ყველაზე მეტი ვიზიტი დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით განხორციელდა. 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში