საკანონმდებლო ორგანოში სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა იმართება

15 აგვისტო 2022, 14:33 842 ნახვა

საკანონმდებლო ორგანოში სასამართლო რეფორმასთან დაკავშირებით, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო ჯგუფის შეხვედრა იმართება, რომელსაც მმართველ გუნდთან ერთად ოპოზიციის გარკვეული ნაწილი ესწრება.

ხელისუფლების ოპონენტები რომლებიც შეხვედრებში არ მონაწილეობენ,  ამბობენ რომ მმართველი გუნდი კლანის არსებობას სასამართლოში არ აღიარებს და შესაბამისად, მათთვის აზრს მოკლებულია ამ შეხვედრებზე დასწრება.

ქართული ოცნების დეპუტატები კი ამბობენ რომ, ამ შეხვედრებზე საგნობრივი დისკუსიები არის დაგეგმილი, რის შემდეგაც ცნობილი გახდება თუ რა კონკრეტული საკანონმდებლო ნაბიჯებია სასამართლო რეფორმის მოწყობის კუთხით გადასადგმელი, და რა გამოწვევის წინაშე დგას სასამართლო სისტემა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში