,,ჩვენ არ ვიცნობდით ერთმანეთს ამ ზაფხულამდე’’ - ფილმის ჩვენება

16 აგვისტო 2022, 10:54 606 ნახვა

,,ჩვენ არ ვიცნობდით ერთმანეთს ამ ზაფხულამდე’’- ამ სახელწოდების ფილმის  ჩვენება გაიმართა ბათუმის ,,დროას’’ ოფისში.

ფილმი ბელარუსში 2 წლის წინ განვითარებულ მოვლენებს ასახავს.  ფილმი აერთიანებს  საპროტესტო აქციების დროს მოქალაქეების მიერ მოვლენათა ეპიცენტრში გადაღებულ ვიდეოებს. ჩვენებას ქართველებთან ერთად ბელარუსი და უკრაინელი მოქალაქეები ესწრებოდნენ. მათ საშუალება ჰქონდათ გასაუბრებოდნენ ლუკაშენკოს რეჟიმის დროს  რეპრესირებულებს.

პარტია „დროაში’’ აცხადებენ, რომ აღმოსავლეთ ევროპის იმ საზოგადოებებმა, რომელთაც დემოკრატიული მისწრაფებები აერთიანებს ერთმანეთი  უკეთ უნდა გაიცნონ.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში