აჭარის მთავრობის სხდომა - ბათუმის მერის განცხადება

18 აგვისტო 2022, 13:00 1276 ნახვა

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი, სახალხო დამცველის მიერ საკონსტიტუციო სასამართლოში შეტანილ საჩივარს გამოეხმაურა.

მისივე განმარტებით, სახალხო დამცველის აპარატის ქმედება, მიმართულია 3 ათასი ბათუმელი ოჯახის უსაფრთხო საცხოვრისის პირობების გაუმჯობესების წინააღმდეგ.

"ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ და აჭარის მთავრობამ დავიწყეთ "ბათუმი ავარიული სახლების გარეშე" პროექტის განხორციელება, რომელიც 3 ათასი ბათუმელი ოჯახის უსაფრთხო საცხოვრისის შექმნას და პირობების გაუმჯობესებას ითვალისწინებს. პროექტის განხორციელებისათვის ბოლო წელიწადნახევარში განხორციელდა დიდი ღონისძიებები, შესწავლილი იქნა არსებული მდგომარეობა, გვაქვს ექსპერტიზის ბიუროს მიერ გაცემული შესაბამისი დასკვნები. ამ ეტაპისათვის 140 მისამართზე, მოხდება აღნიშნული სახლების ჩანაცვლება და 3 ათასი ოჯახისთვის უსაფრთხო და ღირსეული პირობების შექმნა. 

ეს ორკესტრირებული შეტევა, რომელიც დაიწყო პოლიტიკურ-საზოგადოებრივი ორგანიზაციების მიერ, სამწუხაროდ, გაჟღერებული იქნა სახალხო დამცველის აპარატის მიერ, რაც კონკრეტულად მიმართულია 3 ათასი ბათუმელი ოჯახის უსაფრთხო საცხოვრისის პირობების გაუმჯობესების წინააღმდეგ" - აცხადებს არჩილ ჩიქოვანი

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში