რა იწვევს საცობს ბათუმში? - ენმ-ის ბრიფინგი და საგზაო დეპარტამენტის გამოხმაურება

19 აგვისტო 2022, 14:59 2483 ნახვა

“ნაციონალური მიძრაობის” წევრები ქალაქის შემოსასვლელში  არსებულ საცობს აპროტესტებენ. მათივე განცხადებით, მოძრაობის შეფერხებას თამარის დასახლებაში არსებული ხიდი ქმნის, რომლის მშენებლობაზე 2 მილიონ ლარზე მეტია დახარჯული, თუმცა პროექტი არ აკმაყოფილებს საგზაო ინფრასტრუქტურის სტანდარტს, რის გამოც იქმნება ქაოსური ვითარება. 

რეზო ხარაზმა განცხადება დღეს ხიდთან გააკეთა. 

საქართველოს გზების დეპარტამენტში აბსურდულს უწოდებენ “ნაციონალური მოძრაობის” განცხადებას და ამბობენ, რომ ხიდი სრულად აკმაყოფილებს საგზაო ინფრასტრუქტურის სტანდარტს.

საავტომობილო გზებზე შექმნილ საცობებთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ინფრასტრუქტურის მინისტრმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში