ცესკოს წევრის შესარჩევი კონკურსი 

20 აგვისტო 2022, 20:01 617 ნახვა

ევროკომისიის 12 რეკომენდაციაში მეორე პუნქტად   ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრულად ფუნქციონირება, მათი დამოუკიდებლობის გაძლიერება და ეფექტური ანგარიშვალდებულებაა  გაწერილი.  მათ შორის  საარჩევნო ჩარჩოს გაუმჯობესება, რომლის ირგვლივაც ისევ აზრთა სხვადასხვაობაა.

მაგალითად,  ქართულ ოცნებას არ მოსწონს პრეზიდენტის მიერ შერჩეული ცესკოს თავმჯდომარეობის კანდიდატი და უკვე წინასწარ აცხადებენ, რომ მათი მხარდაჭერა კანდიდატს  არ ექნება.

დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატთა სიაც გამოაქვეყნა, რომელშიც არიან   დავით ფეტვიაშვილი, გიორგი მარსაგიშვილი და ნათია წიპტაური. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა პარლამენტს ცესკო-ს თავმჯდომარისა და ცესკო-ს ერთი წევრის თანამდებობაზე ასარჩევად კანდიდატურები უკვე წარუდგინა. 

წევრობის მეორე ვაკანტურ ადგილზე  კი, შესაბამისი კადრები ვერ შეირჩა, ამიტომ კონკურსი ხელახლა გამოცხადდა.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში