გაწმენდითი სამუშაოები

13 იანვარი 2017, 00:00 1854 ნახვა

საავტომობილო გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარტამენტის  ხელმძღვანელი  არჩილ ჩიქოვანი შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე    დეპარტამენტის უფროსმა სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. მან  ხულოს მუნიციპალიტეტის გამგებელთან ერთად   ხულო-უჩხო-კურცხალისა და ძირკვაძეები-ბაბანურის მიმართულებით გზის გაწმენდითი სამუშაოებიც დაათვალიერა.  საავტომობილო გზების აღნიშნული მიმართულებით თოვლის საფარისგან  გაწმენდა უკვე დასრულდა.

ამავე კატეგორიაში