ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებაზე გადაწყვეტილებას მთავრობა პირველ სექტემბერს მიიღებს

22 აგვისტო 2022, 17:25 762 ნახვა

ენერგეტიკული ბირჟა 1-ელ სექტემბერს, სავარაუდოდ, ვერ ამოქმედდება- განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე დასმული კითხვის საპასუხოდ ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ  რეგიონში მიმდინარე პროცესებიდან გამომდინარე, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე თავისუფალი რეჟიმის შემოღება ელექტროენერგიაზე მომატებული რისკების შემცველია. ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედებასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება პირველ სექტემბერს იქნება მიღებული.   

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში